იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა
ჩინეთის და ტაილანდის ეროვნული ნაკრებების შემდეგ ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთის უძლიერეს გუნდს ფინალში 45:30 მოუგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.
მსოფლიო თასის გამარჯვებულები კი ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გახდნენ.