სახალხო წარმომადგენლობითი კრების მიერ შექმნილი "ქომაგის ინსტიტუტის" თავჯდომარემ ეკა ბესელიამ ადამიანი უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
მისი განცხადების მიხედვით, საქართველო ამ დღეს ადამიანთა უკანონო დაკავება-დაპატიმრებებითა და უკანონო გასამართლებით, პოლიტიკურ დიქტატს დაქვემდებარებული სასამართლოთი, პროკურატურითა და პოლიციით ხვდება.
"საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს შემდეგნაირად ხდება: პოლიტიკური დევნა და რეპრესიები ოპოზიციურად მოაზროვნე ადამიანების მიმართ ; კონტროლირებული მედია სივრცე და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მანქანად ქცეული ნაციონალური არხები; დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა (ტელეკომპანია ,,მაესტრო"-ს თანამშრომლების მიმართ თავდასხმა, ,,თრიალეთის" დამფუძნებლის ნანიტაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობა); ციხეებსა და საპატიმროებში პატიმართა მაღალი სიკვდილიანობა, მათ მიმართ ღირსების შემლახავი და ხშირად სასტიკი, არაადამიანური მოპყრობა; სახელისუფლებო რეკეტისა და თავდასხმის ქვეშ მყოფი ბიზნესი, ბიუჯეტისთვის უკანონო მეთოდებით აკრეფილი გადასახადები; საკუთრების უფლების ხელყოფა და უკანონოდ ჩამორთმევა; უკანონო და დაუსაბუთებელი ჯარიმა-საურავები, უსამართლო გადასახადები; სოციალური უსამართლობა, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი, უმწეო ადამიანთა რაოდენობის კატასტროფული ზრდა, მათი დაუცველად, ღვთის ანაბარა მიტოვება; დევნილთა ქუჩაში მასიური გამოყრა და მათ მიმარ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა; დაუცველი მოსწავლეები და მათ მიმართ განხორციელებული სპეცოპერაცია დაშინებისა და პროტესტის ჩახშობის მიზნით; ძალადობის შემაშფოთებელი ფაქტები ჯარისკაცების მიმართ, გამოუძიებელი დანაშაულებრივი ფაქტები; ადვოკატების მიმართ პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა, დიკრიმინაცია და 200-მდე დაპატიმრებული ადვოკატი; პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები", - აღნიშნულია ბესელიას განცხადებაში.
ბესელია, წლის ყველაზე დიდი ტრაგედიად ნანა ფიფიას თვითმკვლელობას ასახელებს.
"ამ ტრაგედიას მაშტაბში თუ დავინახავთ სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარი მოსახლეობის მიზანმიმართულ გენოციდს ეწევა და ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებებს", - განმარტავს ეკა ბესელია.
ეკა ბესელია საზოგადოებას "სახალხო ქომაგში" გაწვერიანებისკენ მოუწოდებს ხალხის უფლებების დასაცავად.