ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.
შეხვედრა ფრედ 11:11 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით 12:11 დამთავრდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.