არგენტინის ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს ფეხბურთელი ლიონელ მესი ფიფას ვერსიით 2022 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი გახდა. ლეოს ეს ტიტული (Best FIFA Football Awards) 2019 წელსაც ჰქონდა მოპოვებული.
პარიზში, ფიფას დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც 27 თებერვალს გაიმართა, წლის საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი);
საუკეთესო მეკარე კაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა);
ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი);
საუკეთესო მწვრთნელი კაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);
ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო);
საუკეთესო გულშემატკივრები – არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;
წლის სიმბოლური ნაკრები – ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი;
წლის საუკეთსო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);
წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).