საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ისლანდიას უამასპინძლა.საქართველო-ისლანდიის დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა, რომელი გუნდი ითამაშებდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატჩი დასრულდა ისლანდიის გამარჯვებით – 80:77.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.