საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებში ითამაშა და მასპინძელთა გუნდი 88:80 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც საბოლოოდ 23 ქულა ჩააგდო.
მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი მატჩი რჩება, 26 თებერვალს საქართველო ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოზე ითამაშებს. ვინაიდან, ისლანდიაში ჩვენმა გუნდმა 3-ქულიანი სხვაობით მოიგო, საგზურს სამზე ნაკლები სხვაობით წაგების შემთხვევაშიც მოიპოვებს.