ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსის არმია უკრაინაში რუსეთის ომს შეუერთდება, თუ ბელარუსზე პირდაპირი თავდასხმა განხორციელდება. ამის შესახებ ბელარუსის სამთავრობო სააგენტო „ბელტა“ იუწყება.
„მე მზად ვარ ვიბრძოლო რუსების გვერდით ბელარუსის ტერიტორიიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქიდან {უკრაინიდან} თუნდაც ერთი ჯარისკაცი შემოლა ბელარუსის ტერიტორიაზე და ჩემს ხალხს დახოცავს. თუ ისინი განახორციელებენ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, პასუხი იქნება უმკაცრესი და ომი შეიძენს სულ სხვა ხასიათს“, - აღნიშნა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.
ლუკაშენკა დარწმუნებულია, რომ უკრაინა მხოლოდ საბაბი იყო ომის გაჩაღებისთვის, რომლისკენაც დასავლეთმა უბიძგა. „თქვენ რუსეთს ადანაშაულებთ. ო, ეს თქვენ გინდათ პოლონელების ხელით დაანაწევროთ უკრაინა“, - თქვა ლუკაშენკამ.
განმეორებით შეკითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა ბელარუსის მხრიდან აგრესია, ლუკაშენკამ, კიდევ ერთხელ გაიმეორა: „ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. ვიცით რა არის ომი. ჩვენ არ გვინდა ომი და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ შევიყვანოთ ჩვენი ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე, თუ იქიდან არ განახორციელდა აგრესიას ბელარუსის ტერიტორიაზე. ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა ლუკაშენკამ.