არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო" მედიაანგარიშში აღნიშნავს, რომ სამი ძირითადი ნაციონალური არხის - "რუსთავი 2~-ის, `იმედისა~ და საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მათი ახალი ამბები გარკვეული კოორდინაციით მზადდება.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ნაციონალური არხები არა მხოლოდ საინფორმაციო გადაცემებით ჰგავს ერთმანეთს, არამედ იმითაც, რომ ხელისუფლების ქმედებების კრიტიკას ერიდებიან. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, არხები ასევე ერთნაირად არ უთმობენ თერს საგამომძიებლო სიუჟეტებსა და გადაცემებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ინტერნიუსის~ განვითარების დირექტორი თამუნა კაკულია ეროვნულ მაუწყებლობების საინფორმაციო გადაცემებს "სრულიად იდენტურს
და მართვადს უწოდებს.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს~ მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი
ხატია ჯინჯიხაძე აცხადებს, რომ სამაუწყებლო არხებს შორის სერიოზული კონკურენცია არ არსებობს.
"როდესაც რეგიონებში მომხდარი ამბავია გასაშუქებელი, სამივე არხიდან ერთი
კორესპონდენტია რეგიონში მივლენილი. ადრე სამივე არხი თავის ჟურნალისტს აგზავნიდა და სამივე ცდილობდა, ესა თუ ის ამბავი სხვაზე უკეთესად გაეშუქებინა. დღეს ხშირად ნახავთ სიუჟეტებს, რომელთა ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი კადრზე დადებული განსხვავებული ხმებია. ნაციონალურ არხებზე იდენტური არა მარტო ახალი ამბები, არამედ - სიუჟეტების თანმიმდევრობაც~, _ აცხადებს ჯინჯიხაძე.