ომი არაპროგნოზირებადია მოვლენაა. აქედან გამომდინარე შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის ან როგორ დასრულდება უკრაინაში მიმდიანრე ომი, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ყველამ ვიცით, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. დიდი ალბათობით უკრაინის ომთან მიმართებაშიც ასე მოხდება.
რისი მიღწევა შეუძლიათ უკრაინელებს მოლაპარაკებების მაგიდასთან? ეს დამოკიდებულია მათს სიძლიერეზე ბრძოლის ველზე.
თუ გვსურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა გადარჩეს როგორც დამოუკიდებელი ევროპული ქვეყანა, მაშინ მას მხარი უნდა დავუჭიროთ. იარაღი ნამდვილად არის გზა მშვიდობისკენ.
მოსკოვს სხვა ევროპა სურს და ამისთვის მეზობლების გაკონტროლებას ცდილობს. მას დემოკრატია და თავისუფლება საფრთხედ მიაჩნია. რუსეთის ეს პოზიცია დასავლეთთან მუდმივ დაპირისპირებას იწვევს.
რუსეთთან პრობლემები უკრაინის ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება. დღეს მსოფლიო უფრო სახიფათო გახდა და ეს ჩვენს ერთიანობას უფრო მნიშვნელოვანს და აუცილებელს ხდის. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, - თქვა სტოლტენბერგმა.