მედიაგამჭვირვალეობის შესახებ უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღეს.
როგორც ცნობილია "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მედიამფლობელბის გამჭვირვალეობას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირება ეკრძალებათ და მათ ოფშორიდან გამოსასვლელად 6 თვე ეძლევა.
აღსანიშნავია, რომ ოფშორში დარგისტრირება არ ეკრძალებოდა იმ პირს, რომელიც ლიცენზიის მხოლოდ 10%-ს ფლობდა, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით 10%-იანი გამონაკლისიც მოიხსნა.
რაც შეეხება ფინანსური გამჭვირვალეობის საკითხს, საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მზადყოფნა გამოთქვა, მეორე მოსმენისთვის კონსულტაციები გაგრძელოს და ოპოზიციას ალტერნატიული წინადადების წარმოდგენა შესთავაზა.