NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის ხანგრძლივი ომისთვის და ახალი შეტევებისთვის.
"რუსეთი არ უნდა შევაფასოთ. რუსეთი ხანგრძლივ ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ახდენენ მეტი ძალების მობილიზებას, მზად არიან მეტი დანაკარგისთვის, ცდილობენ მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის ხანგრძლივი ომისა და ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის", - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ნებისმიერმა გადაწყვეტილებამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. მისი თქმით, ამის მისაღწევად ყველაზე სწრაფი გზა არის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს.
"ბირთვული რიტორიკა ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ დაუფიქრებელი და საშიშია. მისი მიზანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში, მაგრამ მას არ გამოუვა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.