კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს ხორვატია და ბრაზილია დაუპირისპირდნენ. თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.
დაინიშნა დამატებითი დრო, რომლის მიწურულს ბრაზილიელები ნეიმარის გოლით დაწინაურდნენ. მეორე დამატებით დროში კი ხორვატმა პეტკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
პენალტების სერია მეკარე ლივაკოვიჩის წყალობით ხორვატიამ მოიგო და ნეხევარფინალში გავიდა.