ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგების დროს ევროკომისიაზე ისაუბრა და საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.
„ჩვენთვის იცლიან, საქართველოსთვის და ჭკუას გვასწავლიან. ახლა მინდა ვიკითხო 12 იმაზე [ევროკომისიის 12 რეკომენდაცია], მოგვცეს საშინაო დავალება, ჯერ მაგათი ბავშვი ვინ არის ხომ? ჩვენზე ცივილიზებული არიან?! ჩვენ, მართალია, ჩამოვრჩებით ცხოვრების დონით, იმიტომ რომ საბჭოთა იმპერიაში ვცხოვრობდით, დაჩაგრულები ვიყავით, გვინდა თავისუფლება, გვინდა ხალხს კარგი ცხოვრება, ხალხის სახელით გამოდიან და ვიღაცები გველაპარაკებიან, რომ აი ქართველი ხალხი...
გვეკითხებიან კი ქართველ ხალხს რა გვინდა... ჩვენ გვინდა კარგი ცხოვრება, ჩვენ გვინდა ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ სადმე.
დღეს რომ შემოსული არ ვარ და მასე მჩაგრავ, რომ შემოვიდე მესამე ხარისხოვანი ქვეყნების როლში უნდა ვიყო? კეთილი ინებე და მიმიღე ღირსეულ წევრად და როგორც ღირსეულ ქვეყანასა და ღირსების აღსავსე ხალხს ისე დაგველაპარაკე. 12-დან ერთადერთია შესასრულებელი თავიდან პოლარიზაციას რომ ეძახით, პოლარიზაციას უფრო აღრმავებენ, მოვთხოვოთ ყველას შერიგება და ვისაც დავინახავთ, რომ არ რიგდება, ბოლო-ბოლო გავაგზავნოთ იმ ქვეყნებში, სადაც ის ხალხი მოსწონთ და ჩვენ ქართველებს დაგვაცადონ, რომ განვვითარდეთ“, - თქვა მეუფე იაკობმა.