საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია და ჩვენ რეალურად ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსთან - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ნატოს გენერალური მდივანი ბერლინში უსაფრთხოების კონფერენციას ესწრება.
სტოლტენბერგის თქმით, ალიანსისთვის მთელ შავი ზღვის რეგიონს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
"საქართველო ნატოსთვის ძალიან ღირებული პარტნიორია და ჩვენ რეალურად ვაძლიერებთ თანამშრომლობას საქართველოსთან. ეს იყო ნათელი გზავნილი რომელიც ნატოს ლიდერების სამიტიდან ივნისში მადრიდში გაჟღერდა - ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან ერთად. გავაძლიერეთ ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობა, ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა და ასევე ვაცნობიერებთ, რა თქმა უნდა, ფაქტს, რომ მთელ შავი ზღვის რეგიონს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ნატომ, ზოგადად, გაზარდა თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მსგავს პარტნიორებთან მუშაობის მნიშვნელობას“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.