განვიხილავთ უკრაინის, საქართველოს და სხვა პარტნიორების დახმარების გაძლიერებას - სტოლტენბერგი
დღეს ჩვენს შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მთლიანად NATO-სთვის. ამასთან, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად მიღებული გამოწვევები, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
“რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ შევქმენით ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის საფრანგეთის ხელმძღვანელობით აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები ასევე გვეხმარებიან ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის Patriot-ის რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია იმისა, რომ NATO აქ არის. მოკავშირეების დასაცავად ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.
ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორიცაა ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა”, - თქვა სტოლტენბერგმა.