საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ზე თურქეთი დაამარცხა
,,ევრობასკეტ 2022-ის’’ A ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 88:83 დაამარცხა.
მატჩის პირველი ტაიმი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით, 36:33 დასრულდა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ ქართველები 6-ქულიანი უპირატესობით იგებდნენ.
საბოლოოდ მატჩი ოვერტაიმში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 88:83 დასრულდა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ქართველები ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ფლეიოფში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.