საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იასპარეზებს.
მერვედფინალურ მატჩში დეიან სტანოევიჩის გუნდი ნიდერლანების ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:8 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ქართველმა წყალბურთელებმა ამ გამარჯვებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.