"ქრისტიან-დემოკრატების" საპარლამენტო ფრაქციის და საკრებულოს წევრებმა დღეს აქცია-ბრიფინგი გამართეს.
დედა ენის ძეგლთან „ქრისტიან-დემოკრატებმა" რეკლამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც ქართული ენის სტანდარტების დაცვას ითვალისწინებს .
„5 წელზე მეტია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე, სახელმწიფო ენა, აბსოლუტურად დაუცველია, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც თუნდაც რეკომენდაციების დონეზე, გააკონტროლებს ქართული ენის სტანდარტების დაცვას. მალე, ალბათ, საქართველოში აღარ იარსებებს მაღაზია, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი და ბევრი სხვა ობიექტი, რომლის დანიშნულებაც სახელმწიფო ენაზე გასაგები იქნება" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
"ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით, რეკლამის შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ თუ წარწერა შენობიდან 1,5 მეტრამდეა დაშორებული, აღარ არსებობს ქართულენოვანი წარწერის აუცილებლობა. საპარლამენტო ფრაქცია ამ წესის გაუქმებას და აბრებსა თუ ფირნიშებზე არაქართულ წარწერასთან ერთად სახელმწიფო ენაზე შესატყვისი წარწერის დატანას ითხოვს