„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა, ლონდონში, ყველაზე სოლიდური მემარჯვენე-ცენტრისტული ინტერპარტიული გაერთიანების - "ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის" კონფერენციას ესწრება. ფორუმი, სადაც 50 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, 1 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში გაიხსნა. ღონისძიებას ეწრებიან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი. ჰეიგმა ქართველი "ქრისტიან-დემოკრატების" შეკითხებს უპასუხა: "ბრიტანეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან, ოფიციალური ლონდონი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აქედან გამომდინარე, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას გაერთიანებული სამეფო საქართველოს ხარჯზე არ აპირებს. ბრიტანეთი აქტიურად გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას" - განაცხადა ჰეიგმა.
კონფერენცია პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერში გაგრძელდა, სადაც ახალგაზრდა პოლიტიკოსებს გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების მინისტრმა ენდრიუ მიჩელმამ მიმართა სიტყვით.
დღეს "ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის" ყრილობა და არჩევნები გაიმართება, სადაც კავშირში საქართველოს "ქრისტიან-დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის გაწევრიანების საკითხი განიხილება. ყრილობა ხვალ დასრულდება.