12 აგვისტოს მონტენეგროს ხელისუფლებამ რუსეთის საელჩოს დიპლომატიურ თანამშრომელს ქვეყნის დატოვება უბრძანა.
დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ ოფიციალური ნოტა მონტენეგროში რუსეთის ელჩს ვლადისლავ მასლენნიკოვს გადაეცა.
პოდგორიცამ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის 7-დღიანი ვადა მისცა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მონტენეგროს გადაწყვეტილება "დასავლეთის მიერ გაჩაღებული ანტირუსული კამპანიის მორიგი ეპიზოდია".
"ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მივიღოთ საპასუხო ზომები საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის შესაბამისად", - განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.