ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნების ვიზების გაცემის აკრძალვას.
ლიპავსკის ეს განცხადება განსაკუთრებით ყურადსაღებია იმ ფონზე, როდესაც ჩეხეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
"ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის აკრძალვა ეფექტური ზომა იქნებოდა", - ციტირებს იან ლიპავსკის სააგენტო AFP.
ლიპავსკის თქმით, ამ საკითხს განიხილავს აგვისტოში პრაღაში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე.
"რუსეთის აგრესიის ფონზე, რომელსაც კრემლი გამუდმებით აძლიერებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივ ტურიზმზე საუბარიც კი ზედმეტია", - დასძინა მან.
ბოლო კვირების განმავლობაში, ევროპაში გახშირდა მოწოდებები რუსეთის მოქალქეებისვის ვიზების, უპირველესად კი ტურისტული ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ.
ცოტა ხნით ადრე, დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრების ჩაკეტვისკენ მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. "რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე ფილოსოფიას არ შეცვლიან", - თქვა ზელენსკიმ.