ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ჩოგბურთელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ერთეულებში 23 დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული, სელენა უილიამსი აცხადებს, რომ კარიერას ასრულებს.
ჟურნალ Vogue-სთვის დაწერილ სტატიაში, 40 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი ამბობს, რომ ის ისწრაფვის "სხვა რამისკენ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია".
უილიამსის თქმით, ის ითამაშებს აშშ-ის ღია პირველობაზე, რის შემდეგაც ჩოგბურთს დატოვებს.
აშშ-ის ღია პირველობა 29 აგვისტოს ნიუ-იორკში დაიწყება.