ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტისა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სანდრომ ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მძიმე ბრძოლაში,(15:11) სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სანდრო ბაზაძის პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატზე.