მეცნიერებათა აკადემიის მიერ მომზადებული მთის შესახებ კანონპროექტი, მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მდგომარეობისადმი განსაკუთრებულ მიდგომებს ითვალისწინებს.
როგორც დღეს "ქრისტიან-დემოკრატების" გაფართოებულ სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, მეცნიერმა ბერდო გოიშვილმა განმარტა, კანონპროექტის მიხედვით, მთაში მოსახლის ოჯახში ბავშვის გაჩენის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობის ერთჯერად დახმარება უნდა მიიღოს, პირველი ორი შვილის ყოლის შემთხვევაში ოჯახის კომუნალური გადასახადების 50%-ით უნდა შეუმცირდეს, ხოლო 3 და 4 შვილის ყოლის შემდეგ კომუნალური გადასახდებისგან საერთოდ გათავისუფლდეს.
პროექტის მიხედვით მთაში მოსახლე 16 წლამდე ბავშვებისთვის ყოველთვიურად 70-ლარიანი დახმარება უნდა გამოიყოს, მაგრამ თუ ბავშვი ოჯახში მეორე და მესამე შვილია, ამ დახმარებას 10-10 ლარი უნდა დაემატოს. მეოთხე ბავშვის ყოველთვიური დახმარება კი 150 ლარით უნდა განისაზღვროს.
გოიშვილის თქმით, მაღალმთიანი სოფლის მცხოვრებლებმა ჯანდაცვის უფასო მოსამხურებით უნდა ისარგებლონ, ავადმყოფის სამკურნალოდ ბარში გადაყვანის აუცილებლობის შემთხვევაში კი, ოპერაციის თანხის 70%-ს სახელმწიფო ანაზღაურებდეს.
რაც შეეხება განათლების სისტემას, კანონპროექტის მიხედვით,Mმთაში მომუშავე პედაგოგებისთვის სახელფასო დანამატები უნდა დაინიშნოს.
"ქრისტიან-დემოკრატების" თქმით, მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საგაზაფხულო სესიისთვის საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი.