ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ზაგრების გრან-პრის ჩემპიონია.
ფინალურ შეხვედრაში ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრაზილიელი რაფაელ მაჩედო იპონით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების პირველი მედალია.
ღვინიაშვილის ოქროს მედლიდან მალევე, კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა. სულამანიძე ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან დამარცხდა.