ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი კატეგორიულად უარყოფს სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, სოსო გოგაშვილთნ მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ საუბრის ფაქტს.
"შეხვედრები მქონდა ხოლმე, მაგრამ ახლა 4-5 თვე კი არა ცოტა დიდი ხანია სატელეფონო ურთიერთობაც არ მქონია. მეცინება უბრალოდ, ისეთ რამეზეა საუბარი. რას ჰქვია, ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმება და ისა?! ასეთ სისულელეზე მე არ მისაუბრია არასდროს. უბრალოდ, აღელვებული ადამიანის აზრია. მძიმე სიტუაციაშია ოჯახი და ვერ ვხვდები რა ხდება, მაგრამ ჩემსა და მაგას შორის ოჯახის ლიკვიდაციაზე საერთოდ საუბარი არ ყოფილა, "- რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განაცხადა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მედიასთან საუბრისას, მისმა ცოლმა განაცხადა, რომ მათთან სახლში რამდენიმე თვის წინ მეუფე იაკობი იმყოფებოდა, რომელმაც გოგაშვილებს მათი ოჯახის ლიკვიდაციის გეგმის შესახებ მოუთხრობდა.