საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე, იტალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:19 დაამარცხა.
ქართველი გულშემატკივარი ამ მატჩს განსაკუთრებით ელოდა, რადგან "ბორჯღალოსნებს" იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ.
მატჩის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნების" გამარჯვებით, ანგარიშით 19:13 დასრულდა. 2 ლელო გაიტანა თედო აბჟანდაძემ, 1 კი სანდრო თოდუამ. მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული ჯარიმების დახმარებით გაიზარდა.
16 ივლისს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში, "აია არენაზე" პორტუგალიას უმასპინძლებენ
საქართველოს ნაკრებმა რაგბის ტიერ1-ის გუნდი პირველად დაამარცხა.