ქართული მხარე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთში მომხდარი აფეთქება მოსკოვმა თბილისს დააბრალოს.
"არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რუსეთის მორიგი პროვოკაცია და რუსული კატარღის აფეთქება ქართულ მხარეს დაბრალდეს", - განუცხადა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
"თუ გავითვალისწინებთ იმ პროვოკაციულ აქტებს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ახორციელებენ, მომხდარში გასაკვირი არაფერია. მათ ჭირდებათ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაძაბვა, რისი ფონიც ამ აფეთქებით უნდოდათ შეექმნათ", - განმარტა ბარამიამ.
ამასთან, მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში კონფლიქტის ზონაში დივერსიული აქტები გახშირდა, რომელთა შორის ერთ-ერთად აფხაზეთში გუშინ მომხდარი აფეთქებაც შეიძლება ჩაითვალოს.
შეგახსნებთ, საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის საზღვაო ძალების კატარღა "ნოვორასიისკის", რის შემდეგაც ორი მეზღვაური დაიღუპა.
გია ბარამიას მთავრობის თქმითვე, აფეთქება გუშინ მოხდა.
კატარღის აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ის გემის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია