რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.
მისი თქმით, როდესც რომელიმე ძალა ღალატის გზაზე მიდის, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა.
„შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება. რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია. შესაბამისად, აქ ყოველთვის იქნება სავალალო შედეგი. როდესაც რომელიმე ძალა მიდის ღალატის გზაზე, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.