საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო.
ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შევხედრაში ბრაზილია 14:10 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ასპარეზობს.
წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე: ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.
23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება.