საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის 2022-23 წლების გათამაშებაში მეოთხე მატჩი გამართა. ჩვენმა ნაკრებმა ბულგარეთს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბევრს უტევდა მაგრამ მცველები საიმედოდ თამაშობდნენ.
ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე რეალური საგოლე მომენტი 62-ე წუთზე შექმნა, მაგრამ ჯერ მეკარესთან მარტო დარჩენილმა კვარაცხელიამ ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი მიქაუტაძემ ვერ გაიტანა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მე-4 ჯგუფში 10 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს.
მომდევნო ტურში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთა მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება.