სკოპიეს "ტოდორ პროესკი არენაზე", C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა - საქართველოს ნაკრები მასპინძელ ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრა სკოპიეში შედგა.პირველი გოლი ჩრდილოეთ მაკედონიის კარში 52-წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
პირველი გოლიდან კი ზუსტად 10 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა.
84-ე წუთზე კვეკვესკირის ჩაწოდების შემდეგ კიტეიშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა - 0:3.
12 ივნისს საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" მე-4 ტურში ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება.