"ყველა არსებული მტკიცებულება რაც საქართველოში მყოფი ჯგუფის წევრებს აქვთ ამყარებს მოსაზრებას რომ ბრძოლა საქართველოს თავდაპირველი გეგმა არ ყოფილა", _ ნათქვამია ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელსაც ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ი ავრცელებს და რომელშიც საქართველო რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარი დაპირისპირების დროს ამერიკელი დიპლომატების პოზიციაა ასახული.
ამას გარდა, ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გავრცელებულ მასალებში არსებობს იდევ ერთი დოკუმენტი რომელიც სახელმწიოფ მდივნის თანაშეწისა და ფრანგი ექსპერტების საუბარს ასახავს. ამ შეხვედრაზე რომელის 2009 წლის სექტემბერში გაიმართა ფილიპ გორდონი აშშ-ს მირე საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს, ფრანგი პოლიტოლოგები კი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გახშირებულ პროვოკაციებზე. ინფორმაციის თანახმად სარკოზის მთავრობის წარმომადგენლები აქტიურად მოუწოდებდნენ ქართულ მხარეს არ აყოლოდნენ პროვოკაციებს.
"ყველა არსებული მტკიცებულება გვაფიქრებინებს რომ ომი საქართველოს თვითმიზანს არ წარმოადგენდა. საქართველოს წამყვანი ოფიციალური პირები იმ დროისათვის დასასვენებლად იმყოფებოდნენ და საქართველომ მობილიზაცია 7 აგვისტოს ანუ მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც თავდასხმა უკვე დაწყებული იყო. ცხინვალზე შეტევა კი მას შემდგე დაიწყო, რაც ოსურმა მხარემ ქართული სოფლები არტილერიით დაბომბა", _ ამის შესახებ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, აშშ-ს ელჩი ჯონ ტეფტი ვაშინგტონს 2008 წლის აგვისტოში ამცნობდა.
აშშ-ს ელჩი ასევე წერს: "საქართველომ სამხედრო ზომებს საკუთარი მშვიდობისყოფელებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის მიზნით მიმართა, რუსებმა კი არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართულ და ოსურ მხარეებს პირისპირ შეხვედრა გაემართათ".
"რუსულმა მხარემ მძიმე შეიარაღებით საქართველოს საზღვარო გადმოჭრა. 7 აგვისტოს მძიმე Aშეიარაღება რომელიც კონფლიქტის ზონაში მანამდე არავის უნახავს სამხრეთით იმყოფებოდა", _ ნათქვამია დოკუმენტში.
ინტერნეტ გვერდ " WikiLeaks "-ის მიერ გამოქვეყნებულია 250 ათას საიდუმლო მასალაზე მეტი, დეპეშები და წერილები, რომლებსაც ამერიკული საელჩოები მთელს მსოფლიოში ვაშინგტონში აგზავნიდნენ.
" WikiLeaks "-სმა თავისი მასალები რიგ დასავლურ გამოცემებს მიაწოდა, რომლებმაც მათგან ამონარიდების გამოქვეყნება დაიწყეს. დოკუმენტებიდან ამონარიდებს აქვეყნებენ " The Guardian "-ი, " The New York Times "-ი, " Spiegel Online "-ი, " El Pais "-ი და " Le Monde ".