საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე მატჩი ბულგარეთში გამართა და 5:2 გაიმარჯვა. შეხვედრა რაზგრადში, „ლუდოგორეცის“ სტადიონზე შედგა.
საქართველომ სწრაფად დაწინაურდა: მე-4 წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ზურიკო დავითაშვილს პასი მისცა, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
31-ე წუთზე კი ანგარიში გაორმაგდა: საგოლე პასი ხვიჩა კვარაცხელიამ ირაკლი აზაროვს მისცა გაიყვანა, აზაროვმა ზუსტად დაარტყა. თუმცა, გოლი მას არ ჩაეთვალა, რადგან ანდრეა ხრისტოვს მოხვდა და მის ავტოგოლად ჩაითვალა.
მეორე ტაიმში, 54-წუთზე ბულგარელმა ილიევმა თავური დარტყმით ჩვენი ნაკრების კარში გოლი გაიტანა,, თუმცა ორ წუთში ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა – 3:1.
58 წუთზე – ხვიჩა კვარაცხელიამ თავად გამოიმუშავა პენალტი და უძლიერესი დარტყმით გოლად აქცია. ეს მისი მეშვიდე გოლია საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ მე-14 მატჩში.
მეხუთე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა 70-ე წუთზე გაიტანა.
დარჩენილ დროში ბულგარეთმა ანგარიშის სხვაობა შეამცირა, როდესაც ილიან სტეფანოვმა ახლო მანძილიდან გაიტანა. 90-ე წუთზე საქართველოს მე-6 გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ნიკა კვეკვესკირმა პენალტი ვერ გამოიყენა.