დანია საქართველოს დეოკუპაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. განცხადება ამის შესახებ თბილისში ვიზიტად მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მიოლერმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ვიმსჯელეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ ვითარებაზე. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფლიქტი ადრე თუ გვიან მოგვარდება. მსურს კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობა მშვიდად და კარგად ცხოვრობდეს. ჩემი ვიზიტიც ამას ისახავს მიზნად - განვსაზღვრავთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მიმართულებით და როგორ შევუწყოთ ხელი საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში", - განუცხადა ჟურნალისტებს დანიელმა დიპლომატმა.
გია ბარამიამ მიოლერს გალში მცოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების რღვევის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
დაისახა კონკრეტული გეგმებიც, თუ როგორ მოხდება ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში დანიის აქტიური ჩართვა.