საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონი მოგებით გახსნა.
ქართველმა ფეხბურთელებმა გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
პირველი გოლი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, 33-ე წუთზე თავი გურამ კაშიამ გამოიჩინა. 87-ე წუთზე მესამე გოლი ჟორჟ მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ბოლო გოლი, 88-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა.
შემდეგ შეხვედრას ეროვნული ნაკრები სტუმრად ბულგარეთთან 5 ივნისს გამართავს.