მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი აცხადებს, რომ იმედგაცურებულია რუსეთის ეკლესიისა და პატრიარქის პოზიციის გამო, რომელიც უკრაინაში გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით გამოავლინეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, მართლმადიდებელი ეკლესიები მოელოდნენ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი წინააღმდეგობას გაუწევს პუტინს და გადადგებოდა.
რუსეთის ეკლესიამ იმედები გაგვიცრუა. არ მინდოდა, რუსეთის ეკლესია და ძმა პატრიარქი კირილე რომ ეს ტრაგიკული გამონაკლისი ყოფილიყო. არ ვიცი, თავისი სინდისის მიმართ თვითონ რით იმართლებს თავს. ისტორია რით გაამართლებს მას, ან როგორ განსჯის მას?! შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ პრეზიდენტ პუტინის ზეწოლას განიცდის. თუმცა ცალსახაა, რომ წინააღმდეგობა უნდა გაეწია.
რეაგირება უნდა მოეხდინა უკრაინაში შეჭრაზე და დაეგმო ომი, როგორც ეს ყველა სხვა მართლმადიდებელმა მწყემსმთავარმა გააკეთა. თუმცა არ გააკეთა მან ეს, რაც მის საზიანოდ მოქმედებს და ძალიან ვწუხვარ ამის გამო.
შეიძლება სხვადასხვა უთანხმოება გვქონდა, როგორიცაა მაგალითად ყველასათვის ცნობილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, როგორც ასევე საუკუნოვანი უთანხმოება იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესია შურიანი თვალით უყურებს კონსტანტინოპოლის პირველობას, ძირს უთხრის კონსტანტინოპოლის საყდრის საფუძველს;
მიუხედავად ყველაფრისა, ველოდი, რომ ძმა კირილე ამ კრიზისულ ისტორიულ მომენტში, მოწოდების სიმაღლეზე დადგებოდა და საჭიროების შემთხვევაში ტახტსაც კი გაიღებდა მსხვერპლად. ეთქვა პუტინისთვის: „ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ომის საკითხში თანხმობა ვერ გვექნება, თანამდებობას ვტოვებ, მივდივარ“.
ციხეში ჩასვამს? არ ვიცი რას გააკეთებდა პრეზიდენტი პუტინი, პატრიარქს მისი გეგმებისთვის წინააღმდეგობა რომ გაეწია, მაგრამ ამას ჩვენ, მისი ძმები, დანარჩენი მწყემსთმთავრები, მოველოდით მისგან", - თქვა პატრიარქმა ბართოლომეოსმა.