უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპისთან და მას აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი მიულოცა.
„პრეზიდენტ ტრამპს და ყველა ამერიკელს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე . ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი გვქონდა.
ჩვენ მადლობელი ვართ შეერთებული შტატების ყველა გაწეული დახმარებისთვის - „ჯაველინებიდან“ და „პეტრიოტებიდან“ დაწყებული პოლიტიკური მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვაში.
მადლობელი ვარ ყველა ამერიკელის, ვისაც აღელვებს უკრაინის, ევროპის და მთელი მსოფლიოს მომავალი, მათთვის, ვისთვისაც თავისუფლებას მნიშვნელობა აქვს“, - განაცხდა ზელენსკიმ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და დიპლომატიური პროცესები.
„ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს და ამერიკის გადაწყვეტილებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ექნება. შევთანხმდით, რომ საუბარს პირადად გავაგრძელებთ ანკარაში ნატო-ს სამიტის დროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.