აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესს აკვირდება. ამის შესახებ მან Axios-თან საუბრისას თქვა.
ტრამპის განცახდებით, ორივე მხარემ მოლაპარაკებების ერთი კვირით შეჩერება გადაწყვიტა, ვიდრე ხამენეის დაკრძალვა არ დასრულდება.
დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი „სრულად განადგურებულია“.
„მათ (ირანს) ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. დაკრძალვის ცერემონიის გამო ერთი კვირის ვადა მივეცით. ყველანი იქ არიან. სინამდვილეში, ჩვენ შეგვეძლო ისინი ერთი დარტყმით გაგვენადგურებინა. მაგრამ მაშინ აღარავინ დარჩებოდა, ვისთანაც მოლაპარაკებას გავმართავდით," – განუცხადა ტრამპმა Axios-ს.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი გაოცებული დარჩა, როცა დაკრძალვაზე დაინახა, რომ ზოგიერთი ირანელი ტიროდა.
„მე გამიკვირდა, როცა დავინახე, რომ ირანელები ხამენეის დაკრძალვაზე ტიროდნენ. მეგონა, რომ ხალხს ის სძულდა,“ - თქვა ტრამპმა.