მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მოდის დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჟურნალმა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.
ჟურნალმა Time-მა 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი დაასახელა.
2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამოცემამ სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით დაჰყო. ესენია: კერპები (icons), პიონერები, ტიტანები, ხელოვანები, ლიდერები, ნოვატორები.
დემნა გვასალია ნოვატორების კატეგორიაში მოხვდა. ამ კატეგორიას Time-ის თანახმად ამერიკელი მსახიობი ზენდეია ლიდერობს.