საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა.
ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში, (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში, იტალიის ნაკრები დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
შეჯიბრზე საქართველოს პარამოფარიკავეების ნაკრებში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოდიოდნენ.
წინა დღეებში ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა გუნდმა 2022 წლის 19 აპრილს სან-პაულუშიც შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება.