საქართველოს დელეგაცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან ხვალ დაბრუნდება.
ბელგრადში გადაწყდა, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება.
გადაწყვეტილება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა ასამბლეის 49 წევრმა მიიღო. ფესტივალის მასპინძლობის სურვილს თბილისთან ერთად, ჩეხეთის ქალაქი ბრნო გამოთქვამდა.
ბელგრადში იმყოფება თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა. გარდა ამისა, ასამბლეის მონაწილეებს კენჭისყრის დაწყებამდე ვიდეო მიმართვით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.
ბელგრადში იმყოფება საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციაც. მათ შორის არიან ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები და ასევე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ასამბლეაზე 10-წუთიანი შოუ პროგრამა წარმოადგინეს. სპეციალურად ოლიმპიური ფესტივალისთვის სიმღერაც ჩაიწერა, რომელსაც დუეტი "ჯორჯია" ასრულებსფარულ კენჭისყრაში, 49 დელეგატიდან 26-მა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო.
ქართული მხარე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.
"თბილისი 2015" - შესაბამისი ბანერები ბელგრადის სასტუმრო "ჰაიატის" ფოიეში უკვე განთავსებულია..