ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" იზიარებენ გია ცაგარეიშვილის მოწოდებას _ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს პარლამენტში ე.წ. სამართალდამცავი მკვლელების საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას.
როგორც გიორგი თარგამაძე აცხადებს, ფრაქცია მზად არის საკითხის ინიცირება "ქრისტიან-დემოკრატების" სახელით მოხდეს.
საგამოძიებო კომისიის შემქნის მოთხოვნის საკითხის დასმა შეუძლია ფრაქციას და პარლამენტის დეპუტატთა 1/4-ს. შესაბამისად საკითხს დააყენებენ "ქრისტიან-დემოკრატები", თუმცა საბოლოო გადაწყვეტიელბის მიღებისათვის საკითხი სესიაზე კენჭისყრით უნდა გადაწყდეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით 28 სექტემბერს საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც გაწევრიანებული არიან დაჩი ცაგურია, ირაკლი კორძაია და ჯაბა ჯიშკარიანი, პარალმენტის ყველა დეპუტატს საგანგებო წერილით მიმართეს და ითხოვენ იმ საქმეების გამოძიებას, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან არის ჩადენილი.