საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჩენ ძიანფუს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ფართო სპქეტრი განიხილეს.
ამასთან, აღნიშნეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა და მისი გარღმავების პერსპექტივები.