"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია სამშობლოში დაბრუნდა.
აშშ-სა და ბელგიაში გამართული ვიზიტის შედეგები ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.
უფრო კონკრეტულად, ვიზიტის ფარგლებში ალასანია შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლებს რუსეთის საკითხზებში მაიკლ მაკფოლს და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელისაბედ შერვუდ-რანდალს შეხვდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განმარტებით, შეხვედრებზე მან საარჩევნო გარემოზე, საკონსტიტუციო რეფორმაზე, ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებებსა და ბიზნესმენების შევიწროების ფაქტებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, ალასანიამ შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტშიც გამართა. ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს თინა ქეიდენაუს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საარჩევნო გარემო და მედიიდ თავისუფლების საკითხები იყო.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ტეილორ რაგლისთან და ნაციონალური უშიშროების საბჭოს ევროპისა და ევრაზიის საკითხების დეპარტამენტის დირექტორ დანიელ გარბესთან.
ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის, NDI- ის, IღI- ის, NED- ის, Fრეედომ Hოუსე- ის ხელმძღვანელებს შეხვდა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი სიტყვით გამოვიდა ასევე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ატლანტის საბჭოსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში. აშშ-ში ალასანია გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებსაც შეხვდა.
ირაკლი ალასანიას აშშ-ში ვიზიტი 13-23 ნოემბერს შედგა. 24-25 ნოემბერს კი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი უკვე ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ის ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.