საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის საზღვაო ძალების კატარღა "ნოვორასიისკის", რის შემდეგაც ორი მეზღვაური დაიღუპა.
გია ბარამიას მთავრობის თქმითვე, აფეთქება გუშინ მოხდა.
კატარღის აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა ის გემის ტექნიკურ გაუმართაობას გამოეწვია.