მანიფესტაცია სააკაშვილის წინააღმდეგ - ამ სათაურით იწყებს სტატიას ფრანგული გამოცემა
Le Figaroსტატიას, რომელიც გუშინ პარლამენტთან გამართული აქციის შესახებაა.
როგორც გამოცემა იუწყება, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოწყობილ მანიფესტაციაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
"2009 წლის გაზაფხულზე, ქართულმა ოპოზიციამ ქალაქის ცენტრი გადაკეტა და კვირეების განმავლობაში მართავდა აქციებს, რათა სააკაშვილის გადადგომისთვის მიეღწია. აქციებმა თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინა. პროდასავლელ პრეზიდენტს, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის", მასშტაბური სახალხო მოძრაობის გზით მოვიდა, ბოლო წლებში რეპუტაცია შეელახა. ოპოზიცია მას ავტორიტარიზმისკენ გადახრაში ადანაშაულებს. ის ასევე პასუხისმგებელია 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან სამხედრო დაპირსპირების შედეგებზე, როდესაც ქვეყანას სეპარატისტული ტერიტორიები სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გამოეყო და რომელთა დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა", - წერს ფრანგული გამოცემა.