ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში დარჩენილი ყოველი მეხუთე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიას ბუჩის მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა.
"მოკლულია ყოველი მუხუთე მათ შორის ვინც ქალაქში ოკუპაციის პირობებში დარჩა. მე პირადად, ისევე როგორც ათასობით ჩემი თანამოქალაქე, ვგრძნობ სიძულვილს მათ მიმართ, ვინც აწამებდა და კლავდა მშვიოდობიან ბუჩელებს", - განაცხადა მან.
ბუჩასა და ვორზელში დაფიქსირებულია განსაკუთრებული სისასტკით ჩადენილი დანაშაული სამოქალაქო პირების მიმართ.
"განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებია ჩადენილი - გაუპატირება და ბავშვების მკვლელობები. ეს დანაშაულები იყო როგორც ბუჩაში, ისე ვორზელში. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ეს უნდა ვთქვათ რუსულ ენაზეც. გაიგონ რუსმა დედებმა, თუ რას აკეთებდნენ მათი შვილები ბუჩაში", - გაანცხადა ფედორუკმა.