დღეს თავდაცვის სამინისტროში ლისაბონის სამიტის შედეგების, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი კონცეფციის, სტრატეგიისა და მომავალი პოლიტიკის განიხილვა მოეწყო. განხილვა ნატოს საორიენტაციო კურსის ფარგლებში გაიმართა.
მსგავსი კურსები
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამიითაა გათვალისწინებული. შეხვედრა ნატოს საერთაშორისო სამსახურის, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოს წარმომადგენელმა დეივ ჯონსონმა გახსნა.
“ქართულმა მხარემ თხოვნით მოგვმართა, რათა გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ნატოს საორიენტაციო კურსი ჩაგვეტარებინა. ისინი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ნატო და რა არის მისი მთავარი მიზანი. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. მსგავს ლექციებს მომავალშიც გავმართავთ”, - განაცხადა დეივ ჯონსონმა.
ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურის, მიზნების და ნატო-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ალიანსის სპეციალური პარტნიორული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა იურგენ შვარცმა და ნატოს მისიაში საქართველოს სამხედრო მრჩეველმა შალვა ძებისაშვილმა ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის თანამშრომლების გარდა, შეხვედრას
საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.