ეკა ბესელიას თქმით, სანამ უკანასკნელი მომიტინგე არ წავა რუსთაველის გამზირიდან, ისიც იქ დარჩება. ამის შესახებ ბესელიამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნახევარმა წასვლაზე უარი განაცხადა.
სახალხო წარმომადგენლობითი კრების წევრის, რეზო ესაძის განცხადებით, წარმომადგენლობითი კრების წევრები ოფისში შეიკრიბებიან, გადაწყვეტილებას მიიღებენ როგორ გაგრძელდება დღევანდელი აქცია და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებსაც გააცნობენ.
ესაძის გამოსვლას აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც კრების დამფუძნებლებმა მომიტინგეებს განუცხადეს, რომ შეუძლიათ დარჩნენ და კრების გადაწყვეტილებას რუსთაველის გამზირზე დაელოდონ.